Posts Tagged ‘Spiritism’

h1

გახსოვს გალაკტიონი? 0_o

October 13, 2008

წინა პოსტში, ჩემდასაუბედუროდ, მომხმარებლებს შევპირდი გალაკტიონზე პოსტს. რის მერეც ბაზარზე მოთხოვნა აღმოცენდა , ანუ ეს customer-ების latent need იყო. და მე, რაღა თქნა უნდა, უნდა დავაკმაყოფილო ეს მოთხოვნა.)

ესეიგი, რაში იყო საქმე: ძალიან დიდი ხნის წინ, ალბათ ჯერ 1-2 კლასში ვსწავლობდი, და დოდი შესაბამისად 5-6-ში, გავიგეთ თეფშით მკითხაობის შესახებ (aka სპირიტიზმი). ამ იდეით აღფრთოვანებულმა დოდიმ მოამზადა ყველა საჭირო ნივთი (ანბანიანი დიდი ფურცელი, თეფში ისრით ზედ, სანთლები და ა.შ.) და დაგვიძახა მე და კიდევ ერთ ჩვენ საერთო მეგობარს. მინიმუმ 2-3 კაცია საჭირო, რომ თითები დაადონ თეფშს და სატრიალოდ ძალები მოიკრიბოს სულმა.)

ტექნიკური პრობლემების მოგვარების შემდეგ დავიწყეთ ფიქრი თუ “ვისი სული გვსურდა”. ყველას ბებია-ბაბუები რომ მოვიკითხეთ და აღარ ვიცოდით რა გვექნა, გადავწყვიტეთ გალაკტიონის სული გამოვგეძახებინა. ცნობისთვის, გალაკტიონი დოდის საყვარელი პოეტი იყო (არის?).

რა თქმა უნდა, პირველივე კითხვა მის თვითმკვლელობას ეხებოდა) . რაზეც გალამ აღელვებულმა ( აქ თეფშნა ცქმუტვა დაიწყო) გვიპასუხა რომ თავი სულაც არ მოუკლავს, ეს ცრუ ინფორმაციაა და იგი სინამდვილეში ვინმე სოსო ჟორჟოლიანის და მიშა ქურდაძის დაკვეთით მოკლეს ( რა კარგად მახსოვს სახელები). გალას შურისძიება წყუროდა :| აფიშები გააკარითო, ხალხს გააგებინეთო. კიდევ ამათი სამსახურის ნომრები მოგვცა , დაურეკეთ და ესე უთხარით: “გახსოვს გალაკტიონი?”-ო. ჩვენც არ დავზარდით, აფიშების კეთება დავიწყეთ, ამ ნომრებზეც დავრეკეთ, მართლა რაგაც კომპანიის ნომერი აღმოჩნდა, მაგრამ არავინ სოსო ჟორჟოლიანი არ იყო იქ (ან საიდან იქნებოდნენ ცოცხლები, ჩვენც კაი დებილები ვიყავით) : | ვოტ აქ დავეჭვდით რომ გვატყუებდა რაღაცას და ბევრი წვალების შემდეგ გამოვტეხეთ რომ გაგვეკაიფა. : |

დავიგრუზე და იმის მერე აღარ მიყვარს გალაკტიონი :| დაგვტოვა ფრუსტრირებულები.

მაგრამ ზატო დღემდე ვკაიფობთ, “გახსოვს გალაკტიონზე”  : D

h1

Wikillusion

October 9, 2008

ნუ, როგორც ყოველთვის, როცა სამეცადინო მაქვს მაშინ მინდება ხოლმე ყველაფერი არასწავლასთანდაკავშირებულის კეთება, მათ შორის ბლოგზე პოსტვაც.
დღეს აღმოვაჩინე, რომ ვიკი თურმე მარტო პედია არაა =) კიდევ Wiktionary, Wikibooks, Wikisource, Wikinews, Wikimedia Commons, Wikiversity და რაც ყველაზე მეტად მომეწონა Wikiquote არსებობს)

ზუსტად აქ წავაწყდი ფრაზებს ჩემი საყვარელი ნაწარმოებებიდან)

პირველივე რაც დავსერჩე, რა თქმა უნდა, იყო Richard Bach-ის Illusions: The Adventures of a Reluctant Messiah (1977).

რატომღაც სასტიკად მომეწონა ეს ნაწარმოები, დამაფიქრა რაც მთავარია. სხვა თვალით შემახედა ყველაფერზე, ესეთ რაღაცეებზე ადრე არც მიფიქრია. მაგალითად, ამ წიგნს თუ დავუჯერეთ ( ანუ ერთ-ერთ პერსონაჟს) , ჩვენ, ადამიანებმა, ყველაფერი ვიცით და ყველაფრის კეთება შეგვიძლია, ერთადერთი პრობლემა ისაა რომ ჩვენ არ ვიცით ჩვენი შესაძლებლობების შესახებ))
მაგალითად,  ჩვენ ვიცით, რომ კედელში ვერ გავალთ. ფიზიკური კანონები ჩარჩოებია ჩვენ ტვინში, და ეს “ვიცი” რომ მოვაშოროთ, იქნებ არაა ეგრე.)
რა თქმა უნდა, არარეალურია და ფანტაზიის სფეროდანაა, но очень хочется верить)
მომწონს იმაზე ფიქრი რომ შემიძლია ყველა ენაზე ლაპარაკი, ტელეპორტაცია, ფრენა და საერთოდ ყველაფერი. და უბრალოდ დამავიწდა ამ ფაქტის შესახებ))

ყოველთვის მინდოდა რაღაც ფანტასტიკები მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ ძალიან საინტერესოა. ერთი პერიოდი მე და დოდი სპირიტიზმით ვიყავით გატაცებულები. (იმაზე მერე დავწერ გალაკტიონ ტაბიძემ როგორ დაგვაბოლა თავი არ მომიკლავსო.
ოჰ, ეგ მატყუარა. მერე კი გამოტყდა ისე =) )

მაგრამ, სამწუხაროდ, რაც იზრდები უფრო იკიდებ ყველაფერ არამატერიალურს. და ზუსტად ძალიან მეშინია რო მეც ერთ-ერთი ეგეტი ტიპი გავიჩითები, ცოტა სტრანნი თემაზე რომ უწყებ ლაპარაკს, იჯღანებიან და “კერგი რააა, მოგცია..” – ს გეუბნებიან.)