Posts Tagged ‘sociology’

h1

Business Administration…Or?

September 12, 2008

ESM-ში სწავლის ორი წლის მანძილზე ჩემი საყვარელი საგანი არც ბიზნესის საფუძვლები ყოფილა და არც ეკონომიკა.
It Was Sociology.
მიუხედავად იმისა რომ კურსზე ყველა უკმაყოფილო იყო და ხშირად ისმოდა ფრაზები წიპა :”აუ ეს რაში გვჭირდებააა? ჩვენ, ბიზესმენებს, ესეთი სისულელეები არ გვეხება” , ჩემი მოკრძალებული აზრით ზუსტად ეს საგანია ყველაზე გამოსადეგი ჩვენს პროფესიაში, და საერთოდ ცხოვრებაში.
ამასთან, უზომოდ საინტერესო და “ადამიანურია”.

ეს ჩემი ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა იმ ფაქტმა რომ ლექტორი მყავდა შეუდარებელი, ემზარ ჯგერენაია. მე ამ კაცით სერიოზულად აღფრთოვანებული ვარ, ბევრს გეცოდინებათ ალბათ, ტელეშოუებში ხშირად იწვევენ. მოკლედ, უზომოდ ჭკვიანი და პროგრესიულად მოაზროვნე კაცია. სამწუხაროდ ჩემს ინსტიტუტში მას არ აფასებენ.) ისევე როგორც მთელ საქართველოში, მაგრამ ეს კაცი მაინც აგრძელებს თავისი საქმის კეთებას. არ მალავს თავის განსხვავებულ აზრებს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში მიღებულ ნორმებში არ ჯდება, და მაინც ახერხებს არ იყოს გარიყული.

ჩვენ ერთი ნათარგმნი წიგნით ვსწავლობდით ამ საგანს, მგონი ამ წიგნით ასწავლიან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. და იმედია ბატონი ემზარი არ მიყწენს ჩემს ბლოგზე ამ წიგნიდან ამონარიდებს თუ გავაკეთებ ხოლმე =)

To Be Continued…