მოკლედ ამ ბოლო დროს სულ ორ ვეშზე ვფიქრობ და აქაც დავწერ ბარემ:
1) ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ადამინის ანატომიით, ანუ როგორ იდეალურადაა ყველაფერი მოწყობილი და ა.შ. დაჟე სლიშკამ იდეალურად, არაადამიანურად იდეალურად, მანქანებს ვგავვართ. და ვიფიქრე ეხლა, იქნებ მანქანები ვართ ჩვენ ყველანი?

გაფუჭებით მანქანებიც ფუჭდებიან, პროსტა ჩვენ ამას ავადმყოფობას ვეძახით.) ცვეთას – სიბერეს და ბალანსიდან მოხსნას – სიკვდილს. კიდევ ერთი დამამტიცებელი საბუთი ისაა რასაც ძალიან ხშირად ვიმეორებ, ჩემი დასკვნებით, ( და ალბათ არამარტო ჩემი) ტვინი არის ავტომატიკაზე.) როცა საჭიროა ირთვება და ითიშება. აი მაღალი ძაბვისგან დამცავი ვეშები რომ უკეთიათ მაცივრებს, ეგეთ პონტში გვაქვს ჩვენც და როცა ძალიან ცუდადაა ყველაფერი, ტვინი ითიშება და უცბათ კარგ ხასიათზე დგები) რაზვე ნე ჩუდა?!
და ეხლა ყველა იფიქრებთ, “რას ამბობ? ჩვენ ხომ გრძნბობები გაგვაჩნია?!” და ა.შ. მაგრამ აქ კიდევ ორი ვარიანტია: 1) აი ჩვენთვის რომ მანქანებია რა, იქნებ ეგრე ვართ ჩვენც ვინმესთვის და ეს ჩვენი ქცევები და ყვეელაფერი ამ სისტემაში შედის? იქნებ მანქანებმაც არ იციან ჩვენი არსებობის შესახებ და გონიათ რო თვითონ აკეთებენ რაღაცეებს? მაგალითად ჩემს პრინტერს გონია რომ ეს თავისი არჩევანი იყო, და თავისი ხარაკწერი და გრძნობები გამოხატა ჩემი მენეჯმენტის დავალების ამობეჭდვით? მაგრამ, ნურას უკაცრავად, ჩვენ ესე არ ვფიქრობთ. მე დავიბენი : | 2) ბლინ, და მეორე ვარიანტი… : | დამავიწდა, არადა რაღაც ჭკვიანური იყო .
2) მე ვარ გენიოსი, შენ ხარ გენიოსი, ჩვენ ყველანი გენიოსები ვართ. და იცით რა განგვასხვავებს აღიარებული ფილოსოფოსი გენიოსებისგან? იმათ ტვინი ეყოთ რომ ჩაეწერათ ყველა თავისი ტუპოი აზრი, მერე სხვებმა წაიკითხეს, იფიქრეს “ვაიმე, ეტა ჟე აჩევიდნა! :O მე რატომ არ დავწერე ეს?” და იფიქრეს რომ ძალიან გენიალური იყო.
ჰოდა მოკლედ, მე უნდა დავიწყო ყველაფრის ჩაწერა და მეც მაგიარებენ მერე, ოდესმე, სიკვდილის მერე : |
