ნუ, როგორც ყოველთვის, როცა სამეცადინო მაქვს მაშინ მინდება ხოლმე ყველაფერი არასწავლასთანდაკავშირებულის კეთება, მათ შორის ბლოგზე პოსტვაც.
დღეს აღმოვაჩინე, რომ ვიკი თურმე მარტო პედია არაა =) კიდევ Wiktionary, Wikibooks, Wikisource, Wikinews, Wikimedia Commons, Wikiversity და რაც ყველაზე მეტად მომეწონა Wikiquote არსებობს)
ზუსტად აქ წავაწყდი ფრაზებს ჩემი საყვარელი ნაწარმოებებიდან)
პირველივე რაც დავსერჩე, რა თქმა უნდა, იყო Richard Bach-ის Illusions: The Adventures of a Reluctant Messiah (1977).

რატომღაც სასტიკად მომეწონა ეს ნაწარმოები, დამაფიქრა რაც მთავარია. სხვა თვალით შემახედა ყველაფერზე, ესეთ რაღაცეებზე ადრე არც მიფიქრია. მაგალითად, ამ წიგნს თუ დავუჯერეთ ( ანუ ერთ-ერთ პერსონაჟს) , ჩვენ, ადამიანებმა, ყველაფერი ვიცით და ყველაფრის კეთება შეგვიძლია, ერთადერთი პრობლემა ისაა რომ ჩვენ არ ვიცით ჩვენი შესაძლებლობების შესახებ))
მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ კედელში ვერ გავალთ. ფიზიკური კანონები ჩარჩოებია ჩვენ ტვინში, და ეს “ვიცი” რომ მოვაშოროთ, იქნებ არაა ეგრე.)
რა თქმა უნდა, არარეალურია და ფანტაზიის სფეროდანაა, но очень хочется верить)
მომწონს იმაზე ფიქრი რომ შემიძლია ყველა ენაზე ლაპარაკი, ტელეპორტაცია, ფრენა და საერთოდ ყველაფერი. და უბრალოდ დამავიწდა ამ ფაქტის შესახებ))
ყოველთვის მინდოდა რაღაც ფანტასტიკები მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ ძალიან საინტერესოა. ერთი პერიოდი მე და დოდი სპირიტიზმით ვიყავით გატაცებულები. (იმაზე მერე დავწერ გალაკტიონ ტაბიძემ როგორ დაგვაბოლა თავი არ მომიკლავსო.
ოჰ, ეგ მატყუარა. მერე კი გამოტყდა ისე =) )
მაგრამ, სამწუხაროდ, რაც იზრდები უფრო იკიდებ ყველაფერ არამატერიალურს. და ზუსტად ძალიან მეშინია რო მეც ერთ-ერთი ეგეტი ტიპი გავიჩითები, ცოტა სტრანნი თემაზე რომ უწყებ ლაპარაკს, იჯღანებიან და “კერგი რააა, მოგცია..” – ს გეუბნებიან.)
