(არ ვიწყებ თავის მართლებით იმაზე რომ ამდენი ხანი არ დავპოსტე არაფერი)
ბევრი საქმე გაქვთ? პრეზენტაცია გაქვთ მოსამზადებელი ან რეფორთი დასაწერი?
და მაინცდამაინც ეეხლა მოგინდათ გასეირნება მეგობრებთან ერთად? დალევა? ან უბრალოდ დასვენება?
ჩვენ გთავაზობთ ახალ ‘უპრეცენდენტო’ შემოთავაზებას სპეციალურად თქვენთვის!
ისესხეთ თავისუფალი დრო მხოლოდ ჩვენთად დაბალ პროცენტში.
ყოველთვიურად(დღიურად, საათობრივად) თქვენთვის სასურველ ადგილას გადაიხდით პროცენტს თავისუფალი დროის სახით (ანუ დაკავდებით საქმით) და პერიოდის ბოლოს დაფარავთ მთლიან სესხს (გააკეთებთ საქმეს ბოლომდე)
სესხი მაქსიმალურად მოერგება თქვენს გრაფიკს და შეგიქმნით კომფოტს.
