h1

SeXual Deviation

September 16, 2008

პარაფილია (ბერძნ. παρά — გარდა, გარეშე; φιλία — სიყვარული) — სხვადასხვა სახის გადახრები სექსუალური ნორმებისგან, გამოხატული ფანტაზიებით ან ქმედებებით.

ამასწინად მეგობარმა მანახა პარაფილიების სია და ყველაზე “შთამბეჭდავებს” დავდევ აქ:

აბასიოფილია — ფსიქოსექსუალური მიზიდულობა მოძრაობაშეზღუდული ადამიანების მიმართ
ავტონეპიოფილია — სექსუალური აღგზნება ბავშვის საფენების ტარებისას.
აპოტემნოფილია — სექსუალური აღგზნება გამოწვეული იმით, რომ ხარ, იქნები, ან წარმოიდგენ თავს    ამპუტირებულად.
აუტასასინოფილია — სექსუალური აგზნება სცენაზე საკუთარი სიკვდილის თამაშისას ( =) )
ემეტოფილია — სექსუალური აღიგზნება პირღებინებისას ან სხვათა პირღებინების დაკვირვებისას.
ვოროფილია — სექსუალური აღზნება იმის წარმოდგენსას, რომ მას შეჭამენ, იგი შეჭამს ვინმეს, ან ამ პროცესის   თვითმხილველი გახდება.
კლეპტოფილია — სექსუალური აღგზნება ნივთების პარვისას.
კლიზმოფილია — სექსუალური აღგზნება, რომელიც ოყნის გაკეთებისას მიიღწევა.
ნასოფილია — სექსუალური აღგზნება, მიღწეული პარტნიორის ცხვირზე შეხებისას. (=)) )
სატელეფონო სკატოლოგია — სექსუალური აღგზნების მიღწევა, ტელეფონით უცხო მოსაუბრის გალანძღვისას.
ფორმიკოფილია — სექსუალური სიამოვნების მიღება მწერებისგან და მათი ნაკბენებისგან.
ფროტერიზმი — სექსუალური აღგზნება სხვა ადამიანთან ცალმხრივი შეხებისან ან/და ხახუნისას. ( აი ეს გავრცელებულია ჩვენთან ავტობუსებში)

კიდევ ბევრია, შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ქართულადაც არის, მაგრამ უფრო ცოტა.)

h1

Business Administration…Or?

September 12, 2008

ESM-ში სწავლის ორი წლის მანძილზე ჩემი საყვარელი საგანი არც ბიზნესის საფუძვლები ყოფილა და არც ეკონომიკა.
It Was Sociology.
მიუხედავად იმისა რომ კურსზე ყველა უკმაყოფილო იყო და ხშირად ისმოდა ფრაზები წიპა :”აუ ეს რაში გვჭირდებააა? ჩვენ, ბიზესმენებს, ესეთი სისულელეები არ გვეხება” , ჩემი მოკრძალებული აზრით ზუსტად ეს საგანია ყველაზე გამოსადეგი ჩვენს პროფესიაში, და საერთოდ ცხოვრებაში.
ამასთან, უზომოდ საინტერესო და “ადამიანურია”.

ეს ჩემი ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა იმ ფაქტმა რომ ლექტორი მყავდა შეუდარებელი, ემზარ ჯგერენაია. მე ამ კაცით სერიოზულად აღფრთოვანებული ვარ, ბევრს გეცოდინებათ ალბათ, ტელეშოუებში ხშირად იწვევენ. მოკლედ, უზომოდ ჭკვიანი და პროგრესიულად მოაზროვნე კაცია. სამწუხაროდ ჩემს ინსტიტუტში მას არ აფასებენ.) ისევე როგორც მთელ საქართველოში, მაგრამ ეს კაცი მაინც აგრძელებს თავისი საქმის კეთებას. არ მალავს თავის განსხვავებულ აზრებს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში მიღებულ ნორმებში არ ჯდება, და მაინც ახერხებს არ იყოს გარიყული.

ჩვენ ერთი ნათარგმნი წიგნით ვსწავლობდით ამ საგანს, მგონი ამ წიგნით ასწავლიან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. და იმედია ბატონი ემზარი არ მიყწენს ჩემს ბლოგზე ამ წიგნიდან ამონარიდებს თუ გავაკეთებ ხოლმე =)

To Be Continued…

h1

To Blog Or Not To Blog: That Is The Question

September 12, 2008

ყველა ჩემი მცდელობა დავიწყო ბლოგის წერა კრახით მთავრდება. არადა ნაცნობებს უკვირთ, ასეთი ცნობილი ბლოგომანიაკის და როგორ შეიძლება არ ბლოგერობდესო.)
ეს მისამართი უკვე წელიწადზე მეტია მაქვს, მაგრამ წერის დაწყებას თავი ვერ მოვაბი, თან ზუსტად იმ მომენტში როდესაც მინდა რამე დავწერო, თავში აბსოლუტურ სიცარიელეს აგმოვაჩენ ხოლმე, ვკომპლექსდები და კიდევ რამდენიმე თვით ვანებებ მცდელობებს თავს =)
მოკლედ, ახლა სერიოზულად მინდა დავიწყო წერა) და ამის მიზანი თავის გამოჩენა არაა, ჩემს დას ამ საკითხში ნამდვილად ვერ შევედრები) მე უბრალოდ writing skill-ების დამუშავება მინდა. მიჭირს ხოლმე აზრების დალაგება და საერთოდ გადმოცემა. არადა ჩემს მომავალ პროფესიაში ეს ცუდი თვისება ნამდვილად არ გამომადგება)

So, let’s get this blog started : P