წინა პოსტში, ჩემდასაუბედუროდ, მომხმარებლებს შევპირდი გალაკტიონზე პოსტს. რის მერეც ბაზარზე მოთხოვნა აღმოცენდა , ანუ ეს customer-ების latent need იყო. და მე, რაღა თქნა უნდა, უნდა დავაკმაყოფილო ეს მოთხოვნა.)

ესეიგი, რაში იყო საქმე: ძალიან დიდი ხნის წინ, ალბათ ჯერ 1-2 კლასში ვსწავლობდი, და დოდი შესაბამისად 5-6-ში, გავიგეთ თეფშით მკითხაობის შესახებ (aka სპირიტიზმი). ამ იდეით აღფრთოვანებულმა დოდიმ მოამზადა ყველა საჭირო ნივთი (ანბანიანი დიდი ფურცელი, თეფში ისრით ზედ, სანთლები და ა.შ.) და დაგვიძახა მე და კიდევ ერთ ჩვენ საერთო მეგობარს. მინიმუმ 2-3 კაცია საჭირო, რომ თითები დაადონ თეფშს და სატრიალოდ ძალები მოიკრიბოს სულმა.)
ტექნიკური პრობლემების მოგვარების შემდეგ დავიწყეთ ფიქრი თუ “ვისი სული გვსურდა”. ყველას ბებია-ბაბუები რომ მოვიკითხეთ და აღარ ვიცოდით რა გვექნა, გადავწყვიტეთ გალაკტიონის სული გამოვგეძახებინა. ცნობისთვის, გალაკტიონი დოდის საყვარელი პოეტი იყო (არის?).
რა თქმა უნდა, პირველივე კითხვა მის თვითმკვლელობას ეხებოდა) . რაზეც გალამ აღელვებულმა ( აქ თეფშნა ცქმუტვა დაიწყო) გვიპასუხა რომ თავი სულაც არ მოუკლავს, ეს ცრუ ინფორმაციაა და იგი სინამდვილეში ვინმე სოსო ჟორჟოლიანის და მიშა ქურდაძის დაკვეთით მოკლეს ( რა კარგად მახსოვს სახელები). გალას შურისძიება წყუროდა
აფიშები გააკარითო, ხალხს გააგებინეთო. კიდევ ამათი სამსახურის ნომრები მოგვცა , დაურეკეთ და ესე უთხარით: “გახსოვს გალაკტიონი?”-ო. ჩვენც არ დავზარდით, აფიშების კეთება დავიწყეთ, ამ ნომრებზეც დავრეკეთ, მართლა რაგაც კომპანიის ნომერი აღმოჩნდა, მაგრამ არავინ სოსო ჟორჟოლიანი არ იყო იქ (ან საიდან იქნებოდნენ ცოცხლები, ჩვენც კაი დებილები ვიყავით) : | ვოტ აქ დავეჭვდით რომ გვატყუებდა რაღაცას და ბევრი წვალების შემდეგ გამოვტეხეთ რომ გაგვეკაიფა. : |
დავიგრუზე და იმის მერე აღარ მიყვარს გალაკტიონი
დაგვტოვა ფრუსტრირებულები.
მაგრამ ზატო დღემდე ვკაიფობთ, “გახსოვს გალაკტიონზე” : D




