Archive for the ‘España Notes’ Category

h1

First Impressions

August 10, 2009

(მათთვის ვინც არ იცის: უკვე 2 წელია იესემში მეორე ენად ვსწავლობ ესპანურს. დაახლოებით 120 საათი, რომლიდანაც 80 სხვა თემებზე ლაპარაკში გავიდა, საკმარისი აღმოჩნდა რომ 1-2 წინადადება გადავაბა ერთმანეთს. მოკლედ ლექტორის დახმარებით რვაკაციანი ჯგუფი 1 თვით წამოვედით ესპანეთში ენის კურსებზე + დასასვენებლად)

მთელი ცხოვრება ვამბობდი რომ ესპანეთი ჩემი ოცნების ქვეყანაა და წარმომედგინა რომ აქ ცხოვრება ფერადი და ხალისიანია. ნელნელა დავწერ შთაბეჭდილებებს.)

ყველაფერი დაიწყო აეროპორტში, 2 საათი სტამბულამდე, 2 საათი სტამბულში და 5 საათი მადრიდამდე. სტამბულის აეროპორტში გავსინჯე დალგაჟდანნი სტარბაქსის ყავა. არ აღვფრეთოვანდი. ძველ იესემში რომ ნინო იყო თუ რაც ერქვა, ისიც აკეთებდა ესეთ ყავას :P

გზა სუპერ დამღლელი იყო, თან, რაღა თქმა უნდა, ვერ დავიძინე.
მოკლედ ჩამოვაღწიეთ ძლივს მადრიდში, ჩამოვდივართ თვითმფრინავიდან და ჰოი საოცრებავ, გიორგი ჩახტაური ( ერთAდერთი ბიჭი სასტავში) ვერ პოულობს პასპორტს. ეს არაა გასაკვირი მის დაბნეულობას თუ გავითვალისწინებთ, მაგრამ ბევრი ვინერვიულეთ. კონტროლზე მდგომი კაცი იღრინებოდა, თან რომ გაიგო ხეორხია, კლაროო, ხეორხიაო, ვერც შემოვა ეგრე ესპანეთშიო. საბოლოოდ სტუარდესა ბიჭმა იპოვა პასპორტი სკამებს შორის გაჩხერილი :/
გავედით გარეთ და უცბათ სიმპატიური გაბადრული ბიჭუნა მოდის ჩემთან და მეუბნება: “ბარბი ხომ?” მე: “O_O, ამმ, კიი”
ეს ნიკუშას (ესპანურის ლექტორის) შვილიშვილი აღმოჩნდა და მივხვდი რომ ჩემზე უკვე ნალაპარაკები ქონდა ბაბუასთან)
ყველანი ერთად წავედით ჰოსტალში, დავბინავდით და მალევე გავედით საბოდიალოდ მადრიდში. პირველ რიგში მე და ეკა შევედით სავაჭრო ცენტრ “El Corte Ingles” (დიდი ქსელია მთელს ესპანეთში) და ვიყიდეთ ტელეფონის ნომერი.
ძალიან ვცდილობდი ესპანურად მელაპარაკა, მაგრამ რომ ვიტყოდი რამეს ესპანურად, ეგონათ რომ კარგად ვიცოდი და თვითონაც ესპანურად მპასუხობდნენ. თან ისე სწრაფად რომ არაფერი მესმოდა და ჩემ გამომეტყველებას რომ ხედავდნენ, ინგლისურად აგრძელებდნენ. მოკლედ ცოტა ნეუდაჩნი მცდელობები მqონდა) მაღაზიებში სუპერ ფასდაკლებებია 50-70% და მართლა იაფად შეიძლება კარგი რამის შერჩევა.

ეხლა რაც შეეხება თვითონ მადრიდს. ჩემდა გასაკვირად საერთოდ ვერ ვგრძნობდი რომ სხვა ქალაქში ვიყავი. კედლებზ და კარებებზე მიჯღაბნილი ნაწერები გრაფიტით, სიბინძურე, სიგარეტის ბიჩოკები აბსოლუტურად ყველგან. ისე ეგ საინტერესო იყო, ყველა ეწევა მაგრამ ყველა დაწესებულებაში აკრძალულია მოწევა) ალბათ მაგიტომაც იყო ქუჩები გატენილი ბიჩოკებით.
შუქნიშნებია ყოველ ნაბიჯზე, თან დიდხანს ჩერდება მწვანეზე და წითელზე, კარგი ნერვებია საჭირო ამდენი რომ ელოდო.
ძალიან ბევრი ტურისტი იყო, სხვადასხვა ენები ისმოდა აქეთ-იქით.

to be continued..