Archive for the ‘მოკლემეტრაჟკები’ Category

h1

დიაგონალზე..

May 12, 2009

მოკლედ, რა ხდება ეხლა,

როგორც ვიცით, კათეტების ჯამი ყოველთვის მეტია ჰიპოტენუზაზე. ამიტომ მთელი ცხოვრებაა პატარა ქუჩებზე ვცდილობ დიაგონალზე ვიარო და ამით გავლილი ნაბიჯების რაოდენობა შევამცირო.

ალბათ ოდესმე მანქანა გამიტანს 2 ნაბიჯის ეკონომიისთვის..

h1

სუბიექტური სიბერე

April 11, 2009

ქართული გამოთქმა როა  “სწავლა სიბერემდეო” ძაან არასწორია.

უნდა იყოს სწავლა “სიკვდილამდე”, თორემ სიბერე ისეთი სუბიექტური რამეა, თუ მე ეხლა თავს ბებრად ჩავთვლი excuse მექნება რომ არ ვისწავლო. სიბერემდეა და.

ალბათ მაგიტომაა საქართველოში ვზროსლები რომ წიგნებს ხელს აღარ კიდებენ, დაჯე თავისი პროფილის.

h1

Escaping?.

April 10, 2009

მოკლედ დიდი ხანია ვაკვირდები, ყველას გვაქვს ფანჯრებთან დაჯდომის ისტერიული მანია. რაც არ უნდა სანაგვეზე გადიოდეს ხედი, მაინც ყველა ვცდილობთ დავჯდეთ ფანჯრებთან ტრანსპორტში, “ზავიძენიებში” და ა.შ.

ჰოდა რა არის ეს?  is it kind of escaping? ყველას სკრიტი კლაუსრტოფობია გვჭირს?  : P

h1

Ideas (f)or Life (C) Panasonic

April 9, 2009

(არ ვიწყებ თავის მართლებით იმაზე რომ ამდენი ხანი არ დავპოსტე არაფერი)

ბევრი საქმე გაქვთ? პრეზენტაცია გაქვთ მოსამზადებელი ან რეფორთი დასაწერი?

და მაინცდამაინც ეეხლა მოგინდათ გასეირნება მეგობრებთან ერთად? დალევა? ან უბრალოდ დასვენება?

ჩვენ გთავაზობთ ახალ ‘უპრეცენდენტო’  შემოთავაზებას სპეციალურად თქვენთვის!

ისესხეთ თავისუფალი დრო მხოლოდ ჩვენთად დაბალ პროცენტში.

ყოველთვიურად(დღიურად, საათობრივად) თქვენთვის სასურველ ადგილას გადაიხდით პროცენტს თავისუფალი დროის სახით (ანუ დაკავდებით საქმით) და პერიოდის ბოლოს დაფარავთ მთლიან სესხს (გააკეთებთ საქმეს ბოლომდე)

სესხი მაქსიმალურად მოერგება თქვენს გრაფიკს და შეგიქმნით კომფოტს.

h1

Хесус, брось уро на меня..

October 23, 2008

დღეს ძაალიან მძიმე დღე მქონდა, 13 საათი იესემში ვიყავი და ეხლახანს მოვედი სახლში : |

7 საათზე ბენდუქიძე შეგვხვდა და 3 საათი გველაპარაკა, საინტერესო იყო ესეთი დაღლილი რომ არ ვყოფილიყავი. და კიდევ რატომღაც ეგონა რომ მონეტარული სისტემის აზრზე არ ვიყავით და თავიდან აგვიხსნა ის რაც მეორე კურსზე გავიარეთ.

ნო სუწ ვ ტომ ჩტო როცა ვიღლები, ვჭედავ და მომდის ბევრი ტუპოი აზრი. აი დღეს მაგალითად 2 რამეზე ვიცინოდი მთელი დღე.

1) ყველაზე მაგარი ბიზნესი საქართველოში იქნებოდა ლიმონათის წარმოება, ოღონს ჩვეულებრივის კი არა, ნაკურთხი წყლით გაკეთებული ლიმონათის) რომელსაც რომელიმე გავლენიანი მამაო ექვთიმე დაარეკლამებდა და მარხვაზე დანიშნავდა. სასჯელის დროს ამ ლიმონათით მოახეხინბდა ეკლესიის კიბეებს და ა.შ. ანუ ყველაფერს იღონებდა იმისთვის რომ ბევრი გაყიდულიყო. და აი ემ შუარ რომ ეგრეც იქნებოდა) ჩემი ლიმონათი ბეევრ “წმინდა” მოგებას მომიტანდა (ნუ იასნა მამაოსაც ჩავუკუჭავდი ბევრ წმინდა ლარებს).

2) Господи, брось уро на меня. ( “ღმერთო ურო ჩამცხეს” რუსული ვარიანტი). ეს იყო მეორე)) და კიდევ უფრო სახალისო გახდა როცა გოსპოდი შევცვალე “ხესუს”-ით(იესოს პონტში რა).

Jesuuussss, jesuuss in meee (C) Naino

ვსიო, ეხლა ყავა დრუზ და მეცადინეობა გაგრძელებ.