ალბათ გაინტერესებთ, რა ხდება ჩვენი საპროტესტო ქმედებების შედეგად. დიდი ხანია ვაპირებ პოსტის დაწერას, მაგრამ ვერ მოვაბი თავი და არც დრო მქონდა საკმარისი.
ერთ-ერთ წინა პოსტში მეწერა სამომავლო გეგმები. მოგიყვებით, რა მოხდა თითოეულთან დაკავშირებით.
- პირველ რიგში ვიყავი ჩემს ყოფილ სამართლის ლექტორთან, მოვუყევი ყველაფერი, მან თავისი მოსაზრებები გამოთქვა, მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, არც რამე ფასეული რჩევა მომცა და მგონი უარესად დამაბნია.
- მანვე გადამამისამართლა საია-ში, სადაც მივედი და ენთუზიაზმით აღსავსემ მოვუყევი ყველაფერი მათ “უფროსს”. ჩემი აზრით, ძალიან მაგარი საქმე ჩავუგდე ხელში და ზედ უნდა გადამყოლოდნენ (რა გულუბრყვილო ვიყავი თურმე). მეგონა, ახალგაზრდა იურისტებისთვის ასეთი საქმის აღება და ბოლომდე მიყვანა ძალიან მომგებიანი უნდა ყოფილიყო პიარის თვალსაზრისით. ამ საქმეს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავდა (ან ჯერ კიდევ ყავს). გარდა ამისა, ასეთი პრეცენდენტი ჯერ არ დაფიქსირებულა, და მათ თვითონაც შეეძლოთ გაეპიარებინათ ეს ამბავი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ პიარი მათ საერთოდ არ აინტერესებთ (ან არ იციან რას ნიშნავს) და ამ ყველაფრის ახსნის შემ
დეგაც კი ისინი ამ საქმით არ აღფრთოვანდნენ. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ზოგადად ყველაფრის კეთება ეზარებოდათ და ყველას “მოშორებაზე” იყვნენ. მითხრეს, რომ სარჩელის შესატანად, თითო მოსარჩელემ სასამართლოში 50 ლარის ოდენობის ბაჟი უნდა გადაიხადოსო. ეს რომ გავიგე, მაშინვე შევეგუე იმ აზრს, რომ სარჩელს მარტო ჩემი სახელით შევიტანდი, იმიტომ რომ 50 ლარის გადახდას მხოლოდ პრინციპის გული
სთვის ვერავის ვერ მოვთხოვდი. ისედაც ამდენი ფული დახარჯა ხალხმა სულ არაფერში. ბოლოს მითხრეს, მალასები მოგვაწოდე და სარჩელის დაწერაში მოგეხმარებითო, ადვოკატის მომსახურებაზე კი ჯერ ვიფიქრებთო. ასეთი უსიამოვნო შეხვედრის შემდეგ, მე კიდე გავაგრძელე სხვა ორგანიზაციის ძებნა, რომელიც დაგვეხმარებოდა და უკეთ გაგვარკვევდა იურიდიულ საკითხებში. და თურმე ძალიან სწორად მოვიქეცი, რადგან საიამ რამდენიმე კვირა მალოდინა სანამ პასუხს მაღირსებდა. მათ რამდენიმე დღის წინ გადმომიგზავნეს სარჩელი, რომელიც ამ ეტაპზე საერთოდ აღარ მჭირდება, იმიტომ რომ სხვა გზით გადავწყვიტეთ წასვლა. არ გირჩევთ არავის მათთან მისვლას კონსულტაციისთვის. - ძლივს მივაგები ორგანიზაციას (მადლობა ჯიბლას), რომელიც სერიოზულად მიუგდა საკითხს და დაგვაკვალიანა. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” . რომ მივედი, მათ წინასწარ ჰქონდათ წაკითხული ჩემს მიერ გაგზავნილი მასალები, ყურადღებით მომისმინეს, კითხვები დამისვეს და მსჯელობის შემდეგ სამოქმედო გეგმაც შევიმუშავეთ ერთად. აღმოჩნდა, რომ საიაში არასწორი ინფორმაცია მომაწოდეს ბაჟის ოდენობის შესახებ. სარჩელის შეტანის შემთხვევაში ბაჟი მოთხოვნილი თანხის 3%-ა, რაც, ჩვენს შემთხვევაში, კაცზე 6 ლარს უტოლდება.
ახლა კი, რაც შეეხება სამოქმედო გეგმას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიძიეთ ორგანიზატორების შესახებ, ეს არასაკმარისი აღმოჩნდა სამოქალაქო სარჩელის შესატანად. ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებაც კი არ გვაქვს, თუ ვინ არის მოპასუხე, ანუ რომელ ორგანიზაციას უნდა ვუჩივლოთ. ამაზე მეტ ინფორმაციას კი ჩვენ ფიზიკურად ვერ მოვიპოვებთ. ამიტომ გადაწყდა, პირველ რიგში შევიტანოთ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ვთხოვოთ მათ, დაიწყონ გამოძიება, რათა დადგინდეს მოპასუხის ვინაობა. თუ გამოძიების შედეგად მათ გვცნეს დაზარალებულებად, ჩვენ სასამართლო ბაჟისგან საერთოდ განვთავისუფლდებით და ეს პროცესი ბევრად უფრო ადვილად გადავა სასამართლოში. თუ ასე არ მოხდა, მაინც ბევრი ისეთი ფაქტი მოგროვდება, რაც სასამართლოში გამოგვადგება.
განცხადებას აქვს ჯგუფური სახე, ანუ ხელს აწერს ყველა ის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ნაყიდი ბილეთი და მხარს გვიბამს პროტესტში. რაც მეტნი ვიქნებით, ალბათ უფრო სერიოზულად მოეკიდება ამ საკითხს შსს-ც და უფრო დიდი შანსია, დაიწყონ გამოძიება. ყველაფერი რომ გაირკვა და განცხადების ფორმაც შეთანხმდა იურისტთან, დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში უმეტესობა ქალაქგარეთაა გასული. ხელმოწერების შეგროვების პირველ ეტაპზე (12-13 აგვისტოს) მხოლოდ 25-მდე ხელმოწერა შეგროვდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, დაველოდოთ დანარჩენებს და სექტემბრის დასაწყისში მოვაწყოთ ხელმოწერების მეორე ეტაპი.
პირადად მე, ერთი სული მაქვს, როდის შევიტანთ განცხადებას. ასე მგონია, რაც დრო გადის, ისეთი აქტუალური აღარაა ეს საკითხი და ნელნელა ენთუზიაზმიც ქრება. ჩვენ შეგვეძლო, შეგვეტანა ეს განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხელმოწერა აკლია. საქმე ამით ალბათ ნაკლებად დაზარალდებოდა, მაგრამ არ მინდა, თბილისში დაბრუნებულ მსმენელებს უკვე შეტანილი დახვდეთ განცხადება და თავი “გამოტოვებულად” იგრძნონ. გარდა ამისა, აგვისტო მაინც ყველგან მკვდარი სეზონია, და ალბათ არც შსს-ა გამონაკლისი.
დასკვნა: სამართალი არის ფუფუნება.
- ძლიერი იურისტის მომსახურება ღირს სასწაულად ძვირი.
- სასამართლოში გადასახდელია ბაჟი, რაც ხშირ შემთხვევაში გაკავებთ იმისგან, რომ შეიტანოთ სარჩელი.
- უფასო იურიდიული კონსულტაციის მისაღებად ძალიან ბევრი წვალება მოგიწევთ, ამიტომ მოიმარაგეთ მოთმინება და დრო. პირადად მე სამსახურის საქმეების გადადება მომიწია ამისთვის.
დაველოდოთ სექტემბრის დასაწყისს და შემდეგ დავწერ, როგორ განვითარდება მოვლენები.
* არ ვარ იურისტი და ამიტომ შეიძლება კარგად ვერ გადმოვეცი იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

ჰეჰ, კაი შემართებაა. ბოლომდე მიიყვანე. წარმატებები.
P.S. საია ჩვეულებრივი, რიგითი გრანტიჭამიები არიან, არაფერი განსაკუთრებული.
არ გაჩერდეთ.
ენთუზიაზმის დაკლება მგონი განცხადებას არაფერს დააკლებს. ანუ ხალხის ხემოწერა და მხარდაჭერა მაინც იქნება, მაქსიმუმ მოლოდინები შეიცვალოს
და ამხელა შეურაცხყოფა თუ დაიკიდეს და ხელმოწერა არ მოუნდათ, უკაცრავად და მეტის ღირსებიც ყოფილან
ტეხავს