წინა პოსტში მეწერა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია იურისტთან კონსულტაცია. ამისთვის მქონდა რამოდენიმე ალტერნატივა (პრიორიტეტების მიხედვით) :
- ჩემი ყოფილი სამართლის ლექტორი, სერიოზული იურისტი
- მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო
- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
- კიდევ რამოდენიმე კერძო იურისტი.
დღეს შევხვდი ჩემს ლექტორს და მოვუყევი დაახლოებით სიტუაცია. (სხვებთანაც ვგეგმავთ შეხვედრას, მაგრამ არამგონია ამაზე კომპეტენტური პასუხი გამცეს ვინმემ). მან მითხრა, რომ სანამ სარჩელს შევიტანთ, ძალიან ბევრი ინფორმაციია მოსაძიებელი და დოკუმენტი მოსამზადებელი. რა თქმა უნდა, ამ საქმის მოგების დიდი შანსი გვაქვს, მაგრამ ეს დაკავშირებულია თანხებთან და დროსთან. პირველადი კითხვებისთვის გავაკეთე კითხვარს Google-ზე, და გთხოვთ ყველამ შეავსოთ აქ.
მაგრამ სანამ ამას გავაკეთებ, მინდა სწორი წარმოდგენა შეგიქმნათ სიტუაციაზე: არ ელოდოთ, რომ ფული დაბრუნდება 2 დღეში, ან სულაც 2 თვეში. ასეთი საქმეები მალე არ კეთდება. მაგრამ პირადად ჩემთვის ეს არ არის ფულის დაბრუნების ამბავი (იმიტომ რომ ეს ფული სავარაუდოდ ისევ იურისტვისთვის იქნება მისაცემი გაწეული მომსახურებისთვის), ეს არის პრინციპის ამბავი. მე არ მინდა, რომ საქართველო რაღაც ხელწამოსაკრავი ქვეყანა გახდეს(თუ უკვე არ არის), სადაც ხალხი არაფერს აპროტესტებს და ყველას შეუძლია “გადაგვაგდოს”.
ვიცი, რომ დროთა განმავლობაში თქვენი უმეტესობა ჩამოყრის ფარ-ხმალს და დაივიწყებს ამ ამბავს. მე მაინც მინდა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო, თუგინდ სულ მარტო დავრჩე. მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ ასე არ მოხდება და ბევრნი ვიქნებით.
იფიქრეთ ამ თემაზე.

მე პირადად შენთან ვარ, ბარბ და რამის გაკეთება თუ შემიძლია დასახმარებლად, დაგეხმარები და არა მარტო მე.
ახლა ფულის დაბრუმება მაგრა მკიდია. ხმა თუ არ ამოვიღეთ, ძალიან ბევრი ეგეთი ამბავი მოხდება
[...] არ ვენდოთLuka on ჯერ არ ვენდოთpiccolina on Expectations [...]