მირიან ტორონჯაძემ (aka ყვავამ) მოახერხა ჩაეწერა ვიდეო ინტერვიუ მთავარ ორგანიზატორთან, დიმიტრი ხლევინსკისთან. იხილეთ ვიდეო:
მოკლე შინაარსი კი ასეთია.
ორგანიზატორი ასახელებს ფესტივალის ჩაშლის რამოდენიმე მიზეზს:
- პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აღიარებს, რომ ერთ-ერთი დამნაშავე მისი კომპანია, გლობალ პრომოუშენია, რადგან მათ ვერ მოახერხეს სათანადო აპარატურის ჩამოტანა საქართველოში (ორგანიზატორის თქმთ, აპატარურა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დააკავეს. ახალი,მაგრამ ჯერ დაუზუსტებელი, ინფორმაციით ორგანიზატორებს საერთოდ არ გამოუგზავნიათ აპარატურა საქართველოში. )
- მეორე მიზეზია საქართველოში არსებული მდგომარეობა. კერძოდ კი ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს აპატარურა, რომელიც აკმაყოფილებს ჯგუფების მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს. (ამაში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ არამგონია, რომ, მაგალითად, აქ ჩამოსული სერიოზოული ჯაზის მომღერლები ცუდ აპატარურაზე ასრულებდნენ კომპოზიციებს)
- მესამე მიზეზია ბათუმის მერია, რომელმაც მათ კი მისცა საშუალება, ჩაეტარებინათ პირველი დღე ევროპის მოედანზე, მაგრამ მეტალ ფესტივალის ჩატარება ღია ცის ქვეშ ქალაქის ცენტრში მეორე დღესაც უკვე მიუღებელი აღმოჩნდა. (რაშიც სრულიად ვეთანხმები მერიას) ამიტომ მათ არ დართეს ნება ორგანიზატორებს, ჩაეტარებინათ მეორე დღე.
ეს ყველაფერი უაზრო ლაპარაკია, მაგრამ ყველაზე საინტერესო ინტერვიუს ბოლოს ხდება.(6:49 წუთზე) დიმიტრის თქმით, ერიკ კეჩუმოვი (დიჯეი როკი) არ არის დამნაშავე მომხდარში, იგი მხოლოდ ორგანიზატორების დავალებებს ასრულებდა. მან გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო მოცემულ პირობებში, რათა კონცერტი მაღალ დონეზე ჩაეტარებინათ. მთელმა საქართველომ იგი აპლოდისმენტებით უნდა აავსოს, იმის მაგივრად, რომ ნეგატიური რაღაცები წეროს მასზე ინტერნეტში. ერიკი რომ არ ყოფილიყო, ის პირველი დღეც არ ჩატარდებოდა. “ამიტომ ადექით და დაუკარით ტაში ერიკს. მისი დამსახურებაა, რომ თქვენ Dark Tranquility და საბატონი საერთოდ თვალით დაინახეთ”.
სერიოზული შოკი მქონდა, როდესაც ეს ვიდეო ვნახე. მიკვირს, როგორ ყოფნით ნაგლობა ასეთი სისულელეები “გვაჭამონ”. მთელი ვიდეოს განმავლობაში ერთი ბოდიში არ მოუხდია ქართველი მსმენელისთვის. მათ ქონდათ ჩვენს წინაშე ვალდებულება და ამ ვალდებულებას როგორ შეასრულებდნენ, ეგ უკვე მათი პირადი საქმეა. ჩვენ ფული საბოლოო პროდუქტში გადავიხადეთ. მერია არ იყო ვალდებული დაეთმო მათთვის კონცერტის ჩასატარებელი ადგილი. მერიამ რაც გააკეთა, ისიც კი მისასალმებელია. ხოლო, თუ რომელიმე ქართულმა ორგანიზაციამ ორგანიზატორებს შეუშალა ხელი სათანადო კონცერთის ჩატარებაში, მათ აქვთ სრული უფლება, იჩივლონ ამის თაობაზე.
ინტერვიუს ბოლოს გაკეთებული განცხადება კი ყველა ზღვარს გადასცდა. ბატონი დიმიტრი მოგვიწოდებს, ტაში დავუკრათ ერიკს და მადლობა ვთქვათ, რომ ორი ცნობილი ჯგუფი დავინახეთ. გეგონება, რაღაც კარგი გააკეთეს საქართველოსთვის, გეგონება უკან არ დახიეს ჩვენი როკ კულტურის განვითარება რამოდენიმე წლით. ვოცნებობ, ნეტა არ დაგვენახა ეს ჯგუფები ასეთ სიტუაციაში საერთოდ და ეს კიდევ მთხოვს, მადლობა ვთქვა.
რა თქმა უნდა, პირადად ერიკს არავინ უჩივის, ამაზე ლაპარაკი არც ყოფილა, საჭიროების შემთხვევაში, საჩივარი გლობალ პრომოუშენის აქაურ წარმომადგენლობაზე შ.პ.ს JAM-ზე შევა.
შემდეგ პოსტში დავწერ, რა ინფორმაცია მოვიძიეთ ორგანიზატორებზე.

[...] ხლევინსკი (ვისი ინტერვიუც იხილეთ წინა პოსტში), ხოლო განცხადება რეგისტრაციაზე [...]