წინა პოსტი დავააფდეითე გუშინ და ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ ორგანიზატორებმა მოახერხეს Dark Tranquility-ს დათანხმება ჩამოსვლაზე. ბევრი თვლის, რომ ჩვენს მიერ აწეული აჟიოტაჟის დამსახურებაა, რომ ორგანიზატორებმა თავი არ დაზოგეს და მაინც გაიტანეს თავისი. მე ასე არ ვთვლი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გარკვეული უარყოფითი მოტივაცია შევუქმენით კიდევაც.
როდესაც გავიგე, რომ ჯგუფი ჩამოდიოდა, შერეული გრძნობები გამიჩნდა: თან ძალიან გამიხარდა და თან დავეჭვდი, ხომ არ შევცდი, ასეთი ამბავი რომ ავწიე, და ხომ არ უნდა დამეჯერებინა ორგანიზატორებისთვის-მეთქი. ისიც ვიფიქრე, ალბათ ხალხი ინრტიგანად ჩამთვლის და ორგანიზატორები ვეღარ ამიტანენ-მეთქი. მაგრამ ცოტა ხანი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ საერთოდ არ ვნანობ იმ ყველაფერს, რაც გავაკეთე. ახლა ავხსნი, რატომ:
- ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი იმედგაცრუებაა. ყოველთვის გვპირდებიან რაღაცებს (აქ ყველას ვგულისხმობ, როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას, და ასევე უბრალო ხალხს) და არ ასრულებენ. ჩვენი ცხოვრება არასასიამოვნო სიურპრიზებით არის სავსე. და აღსანიშნავია, რომ სასიამოვნო სიურპრიზები სულაც არ აბალანსებს სიტუაციას, იმიტომ რომ ასეთები თითქმის არ არსებობს. ისეთი დონის ჯგუფების ჩამოსვლამ საქართველოში, როგორებიც არის Sepultura და Dark Tranquility, იმედის ნაპერწკალი გამიჩინა 2 თვის წინ. ვიფიქრე, თუ ესენი ჩამოვლენ, მერე ამათ მონახულებულ ქვეყანას სხვა ჯგუფებიც აღარ დაიწუნებენ, და ნელნელა გავნითარდება ჩვენი კულტურაც-მეთქი. გუშინ დილით რომ გავიღვიძე, ალბათ ხვდებით რა ფრუსტრირებულად ვიგრძენი თავი.
- ძალიან გავბრაზდი იმაზეც, რომ ხალხი სულ წუწუნებს, მაგრამ არასდროს არაფერს არ აკეთებს თავისი ინტერესების დასაცავად. ამიტომ გადავწყვიტე, არავისთვის შემერჩინა მორიგი იმედგაცრუება.
- ამჯერად ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ არ ჩამოსულიყო ჯგუფი. უმეტესობა უკვე მატარებელში იქნებოდა, შეიძლება კონცერტზეც შესულიყვნენ და თბილისში რომ დაბრუნდებოდნენ, პროტესტისთვის უკვე გვიანი იქნებოდა.
ყველაფრის მიუხედავად, ორგანიზატორებმა თითქმის მოახერხეს სასიამოვნო სიურპრიზით უსიამოვნოს დაბალანსება. მაგრამ ჩემი სიტყვები მათ არაკომპეტენტურობაზე უკან არ მიმაქვს : კონცერტამდე 2 დღით ადრე არ უნდა ირკვეოდეს მთავარი ჰედლაინერის ჩამოსვლა-არჩამოსვლის ამბავი, ხალხი ჩემოდნებზე არ უნდა იჯდეს მატარებლის წინ და ელოდებოდეს ვინმეს, ვინც ეტყვის ავიდეს ბოლო-ბოლო თუ არა. ამისთვის ორგანიზატორებს 2 თვე ქონდათ. ამჯერად გაუმართლათ, და შემდეგისთვის იმედია ჭკუას ისწავლიან.
წავედი ახლა, ბარგი მაქვს ჩასალაგებელი ბათუმისთვის :)

[...] წინა ორ პოსტში ვწერდი GLOBAL EAST FEST 2011 BATUMI OPEN AIR-თან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომელიც ორგანიზატორების არაკომპეტენტურობამ გამოიწვია. იხილეთ პირველი პოსტი აქ, ხოლო მეორე პოსტი – აქ. [...]