პროტესტი RMNA & “JAM! events”-ს

Posted: July 15, 2011 in Other Stuff

UPDATE:  ორგანიზატორებმა მოახერხეს, რომ ჯგუფი დაეთანხმებინათ ჩამოსვლაზე. Dark Tranquility-მ ოფიციალუ განცხადება გააკეთა საიტზე:

Important! We ARE coming to Georgia! - July 15, 2011

Please disregard yesterday’s (now deleted) post about our cancellation of the Global East Festival in Batumi, Georgia this sunday. During the last 24 hours, we’ve been working intensely with the promotor to make the impossible happen, and we’re extremely pleased to announce that yes, we will play at the festival. This is 100% sure and confirmed by us, the band.

Please spread the word among people that you know were planning to attend the festival, in order to minimize the confusion. See you there!


შესავალი, მათთვის, ვინც არ იცის რა ხდება.

დაახლოებით 2 თვის წინ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ სახელად  RMNA (Rock Music National Association) & “JAM! events”  DJ Rock-ის ხელმძღვანელობით გამოაცხადა, რომ აწყობს გრანდიოზულ მეტალ კონცერტს ბათუმში და ჩამოყავს ცნობილი მეტალ ჯგუფები. იხილეთ ივენთის ბმული.

არ ჩავუღრმავდები დეტალებს, თვითონაც ნახავთ. მთავარი ჰედლაინერები იყვნენ: Sepultura და Dark Tranquility (DT). ყველას ძალიან გაგვიხარდა და ვიყიდეთ ბილეთები ვიღაც მოსიარულე ბილეთების მყიდველი ტიპისგან 80 ლარად. (ხელი არაფერზე არ მოგვიწერია)

რამდენიმე ხანში გაირკვა, რომ სეპულტურამ უარი თქვა ჩამოსვლაზე, ქვეყანაში არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო, თუ რაღაც მსგავსი სულელური მიზეზით. ყველას გაგვიტყდა, ორგანიზატორები შეგვპირდნენ, ჩვენ მათ ვუჩივლებთო. მოკლედ, ვაგინეთ სეპულტურას და მაინც მივდიოდით კონცერტზე Dark Tranquility-ს ხათრით.

მაგრამ, გუშინ Dark Tranquility-მ თავიანთ საიტზე გამოაქვეყნა ეს პოსტი :

Global east show cancelled - July 14, 2011

Unfortunately, we have to announce that our performance at the Global east festival in Georgia this weekend is cancelled.

Without getting too much into business details in a public press release like this, the festival promotors have failed to live up to their part of the agreement, particularly in terms of making appropiate travel arrangements and so forth.

After almost two months of not communicating with us or our booking agent at all, they tried to remedy the situation during the last few days, but unfortunately it proved impossible to reach a solution that would make it practically possible for us and our crew to be there and perform a show at our usual standard.

We had very much looked forward to our debut show in Georgia and realize that a lot of fans will be disappointed by this. However, we assure you that we hope to be able to schedule a new date as soon as possible.

ანუ აღარ ჩამოდიან.

კონცერტი არის კვირას და ორშაბათს (17-18 ივლისი). ეჭვი მაქვს, ორგანიზატორებმა ამის შესახებ აქამდეც იცოდნენ და დაგვიმალეს.
ყველგან მივწერე, ბილეთის ფული დამიბრუნეთ-მეთქი, მაგრამ თავს იყრუებენ, რა თქმა უნდა.

ჯერ არ ვიცი აპირებენ თუ არა ბილეთის ფულის დაბრუნებას, მაგრამ მე წინასწარ მაინც გავიარე კონსულტაცია იურისტთან.

მან მითხრა:  ”ბილეთის ყიდვა უკვე არის ხელშეკრულება, არაფერზე ხელის მოწერა არაა საჭირო, თუ, რასაკვირველია, ვინმემ ყალბი ბილეთი არ შემოგატყუა და ეს იგივე ბილეთია, რასაც ორგანიზატორები ყიდდნენ. ბილეთზე არის ხელშეკრულების ყველა რეკვიზიტი – ფასი, თარიღი, შემსრულებლის ვინაობა, ადგილი და ა შ. დანარჩენს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, რა ჯობია, თუმცა, კანონითაც აბსოლუტურად მართალი ხართ და არავინ მოგატყუოთ, რომ რაკი ხელი არ მოგიწერიათ, ვერაფერს იზამთ. გარიგება ზეპირადაც იდება (მარშრუტკაში, ტაქსიში) და თითქმის იგივე ძალა აქვს, რაც წერილობით გაფორმებულს. ბილეთი კი, ჩათვალე, ოფიციალური დოკუმენტია.

ხელშეკრულება ნაწილობრივ დაირღვა, როდესაც რამდენიმე ჯგუფმა უარი თქვა ჩამოსვლაზე და ამიტომ ნაწილი მაინც უნდა დაგიბრუნონ, რადგან იდეაში შენ ამ ჯგუფების მოსმენაც გინდოდა. თუმცა, სამოქალაქო კოდექსში არის დაახლოებით ასეთი ჩანაწერი “თუ ხელშეკრულების შესრულებამ პირობების ცვლილების გამო დაკარგა აზრი მხარისათვის”, ანუ შენ უნდა თქვა, რომ მაგ ორი ჯგუფის გარეშე შენ ინტერესი დაკარგე. (რაც სრული ჭეშმარიტებაა)

მუხლის ზუსტი ციტირება:

“ვალდებულების დარღვევა ორმხრივი ხელშეკრულების დროს

მუხლი 405. დამატებითი ვადის დაწესება ვალდებულების დარღვევისას
1. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. “

მაგრამ კონცერტზე თუ წახვალ, ვერ დაამტკიცებ რომ აზრი დაკარგა და 80 ლარი უნდა დაგიბრუნონ (რაკი წახვედი, ესე იგი აზრი ჰქონია და ინტერესი მაინც გაქვს), ხოლო თუ არ წახვალ, შეგიძლია თქვა, რომ პირობების ცვლილების გამო ხელშეკრულების შესრულებამ აზრი დაკარგა და ფული მთლიანად უნდა მოგცენ.

რასაკვირველა, შეგიძლია უჩივლო, უმჯობესია ჯგუფურად, რაც მეტი – უკეთესი.”
როგორც ხვდებით, აქ 80 ლარზე არაა საუბარი, აქ არის პრინციპზე. ხალხი არის იმედგაცუებული და მოტყუებული. და არავინ არ არის ვალდებული ფული ფლანგოს ორგანიზატორების არაკომპეტენტურობის გამო.

და სანამ ყველა გაჩუმებულია, ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება!

ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ვისაც შეგეხოთ ეს პრობლემა, აღარ გინდათ კონცერტზე წასვლა და გინდათ ბილეთის ფული დაიბრუნოთ: ყველანი უნდა დავდგეთ ერთად და მოვითხოვოთ სამართლიანობა. თუ არ დაგვიკმაყფილეს მოთხოვნა ნებაყოფლობით, შევიტანოთ ჯგუფური სარჩელი.

Attend Facebook Event

საორგნიზაციო ჯგუფი Facebook-ზე იხილეთ აქ.

Comments
  1. Katiee.Ge says:

    DT-ს განცხადებიდან ჩანს, რომ ქართველებმა ვერ უზრუნველყვეს სათანადოდ ორგანიზაციული მხარე (რატომღაც არ მიკვირს, 2 დღით ადრე რომ გეგმავენ ყველაფერს). თუმცა ერთმანეთში საქმე თვითონ არჩიონ. შენ შეთანხმება ორგანიზატორთან გქონდა, ბილეთბი მისგან იყიდე – DT და სეპულტურა რატომ არ ჩამოვიდა, შენი საქმე არაა. ჯეკსონი რომ მოკვდა, ბილეთბს აბრუნებდნენ, ფორს მაჟორი ის იყო თუ იყო, მოკვდა კაცი, ხარჯიც ხომ ექნებოდათ ორგანიზატორებს – რეკლამა, სამზადისი, მაგრამ მაინც აბრუნებდნენ (სხვა საქმეა, ხალხმა დააბრუნა თუ არა)

    აქ კი არ იყო ფორს მაჟორი ანუ დაუძლეველი ძალა (და ვიღაცის არჩამოსვლა შიშის გამო არ შეიძლება იყოს ფორს მაჟორი, ომი რომ მართლა დაწყებულიყო – კი ბატონო), ორგანიზატორებმა ფული (მთლიანად ან ნაწილობრივ) უნდა დააბრუნონ, ან კონცერტი ჩაატარონ, თუნდაც მოგვიანებით.

    ეს თეორიაში,
    პრაქტიკაში კი – თუ არ გაახურებთ, შერჩებათ, ისე, როგორც ბევრ სხვას შერჩენია.

    მე ვიყავი შარშან ახალ წელს კლუბ ‘გურუში’, მარკ ივენსის კონცერტზე. ეს იდეაში. პრაქტიკულად, ღამის 4მდე ვიყურყუტეთ და სახელდახელოდ მოყვანილი ტონი ო მეილის 2 სიმღერას და კოტიკო თოლორაიას ტინგიცობას ვუსმინეთ. ღამის 4ზე, ისევ შიდა კონტაქტებით გავარკვიეთ, რომ მარკ ივენსმა ფრენა ‘გამაზა’ სტამბბულიდან თუ ტრაბზონიდან. ანუ – გადაგვაგდეს. ყველაზე შეურაცხმყოფელი ის იყო, რომ არც გვითხრეს, ვიდექით და ველოდით იდიოტებივით. არადა, რომ ეთქვათ, იქნებ სხვაგან წავსულიყავით და ახალი წლის ღამე უკეთ გაგვეტარებინა. თანაც ბილეთებში 80 კი არა, 150 ლარი გვქონდა გადახდილი.

    ამის მერე, ჩემი ნასვამი, სხვათა შორის იურისტი მეგობრების დამსახურებით, იქვე გაიმართა კამათი კლუბის ხელმძღვანელობასთან – ფული დააბრუნეთ მოთხოვნით. მინდა გითხრა, რომ საერთოდ არ შერცხვათ, აქეთ იკაჩავეს, დაცვასაც კი გამოუძახეს. ისევ დაცვას შერცხვა და მართალია ეს ხალხი, ჩვენ არ ჩავერევითო, გვერდზე გადგნენ. ბოლოს, კაჩაობის თუ კიდე სხვა საერთო ნაცნობების დამსახურებით, 2 დღის შემდეგ დაგეგმილი ჯემი ლუისის ფართიზე მოგვცეს იგივე რაოდენობის (თუმცა 50 ლარიანი) ბილეთები. ეს იყო მაქსიმუმი, რასაც მივაღწიეთ და რაც სასამართლოში სირბილს ვარჩიეთ, “ყვავს კაკალი გააგდებინო”-ს პრინციპით.

    ვინც იქ ხმა არ ამოიღო, შემდეგ ბევრი იწუწუნეს, მაგრამ, როგორც ვიცი არაფერი არ მიუღიათ, არც სასამართლოში უჩივლიათ. ჯემი ლუისის ფართი კი ნამდვილად კარგი იყო, ჩაშხამებული ახალი წლის ღამის ნაწილობრივი კომპენსაცია მაინც შედგა.

  2. :( გამიტყდა… უფრო სწორედ, სავარაუდოდ ჩემს კაცს გაუტყდება, ის მიდიოდა გულანტებული ამ კონკცერტზე…
    რა უპასუხისმგებლობაა :(

  3. რა უნამუსობააააააააააააააა
    80 კიარა 1000 ლარი უნდა მოსთხოვო მაგათ + მორალური ზარალი

    ნერვი მომეშალა ეხლა

  4. kalatozik says:

    ოქიტაშვილის სასტავიდან ხომ არ იყვნენ ორგანიზატორები? :: :D მაგათ სჩვევიათ ეგეთები, ვითომ ჩამოყვანა :)

  5. [...] შესავალი, მათთვის, ინც არ იცის რა ხდება. დაახლოებით 2 თვის წინ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ სახელად  RMNA (Rock Music National Association) & "JAM! events"  DJ Rock-ის ხელმძღვანელობით გამოაცხადა, რომ აწყობს გრანდიოზულ მეტალ კონცერტს ბათუმში და ჩამოყავს ცნობილი მეტალ ჯგუფები. იხილეთ ივენთის ბმული. არ ჩავუღრმავდები დეტალებს, თვითონაც ნახავთ. მთავარი ჰედლაინერები იყვნენ: Sepultura და Dark Tranuillity (DT). ყველას ძალიან გაგვიხარდა და ვიყიდეთ ბილეთები … Read More [...]

  6. Samael says:

    After almost two months of not communicating with us or our booking agent at all, they tried to remedy the situation during the last few days, but unfortunately it proved impossible to reach a solution that would make it practically possible for us and our crew to be there and perform a show at our usual standard.

    მოდი და ელაპარაკე ეხლა ამათ რამე…

  7. [...] იქნებ ერთხელ მაინც შეიქმნას სამოქალაქო აქტივობის წარმატებული პრეცენდენტი ამ ქვეყანაში? შესავალი, მათთვის, ინც არ იცის რა ხდება. დაახლოებით 2 თვის წინ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ სახელად  RMNA (Rock Music National Association) & “JAM! events”  DJ Rock-ის ხელმძღვანელობით გამოაცხადა, რომ აწყობს გრანდიოზულ მეტალ კონცერტს ბათუმში და ჩამოყავს ცნობილი მეტალ ჯგუფები. იხილეთ ივენთის ბმული. არ ჩავუღრმავდები დეტალებს, თვითონაც ნახავთ. მთავარი ჰედლაინერები იყვნენ: Sepultura და Dark Tranuillity (DT). ყველას ძალიან გაგვიხარდა და ვიყიდეთ ბილეთები … Read More [...]

  8. piccolina says:

    ივენთი და ჯგუფი დალინკე აქ, ბარბ

  9. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადმიანი ელოდები ამდენი ხანი, ისიც უნდა ვთქვათ რომ კონცერტის ბილეთში 80 ლარის გადახდა ბევრისათვის მარტივი საქმე ნამდვილად არ არის! ნუ ამას თავი დავანებოთ – რაც გიყვარს რაღაცაზე გაიჭირვებ და მაინც წახვალ, მაგრამ როდესაც ბოლო მომენტში იგებ, რომ იმისთვის რისთვისაც იწვალე, ფული გადაიხადე და ა.შ არ იქნება უკვე ტეხავს, პლიუს безответственность – აი ეს ტეხავს.

    პ.ს
    გინდათ დაიჯერეთ გინდათ არა, მაგრამ რატომღაც წინათგრძნობა მქონდა ისეთ, რომ ყველაფერი ისე არ იქნებოდა როგორც ჩანდა, ამიტომ აღარ ვიყიდე ბილეთი, როგორც ჩანს სწორ გადაწყვეტილება მიმიღია — არადა Sepultura :(((( პირველად მაგათ 1994 წელს მოვუსმინე
    მეგობარმა რომელიც ფეხბურთიდან ესპანეთში წავიდა, სან-სებასტიანიდან მაგათ დისკი ჩამოიტანა :(((

  10. guest says:

    მე პლაკატები გამაკვრევინეს ნაწილი და მერე და მერე აღარც პლაკატების მეორე პარტია გამოჩნდა და აღარც შეპირებული ბილეთი :(

  11. zura2 says:

    უჩივლეთ!

  12. [...] Comments zura2 on პროტესტი RMNA & “JAM…guest on პროტესტი RMNA & “JAM…David Jokhadze Cover… on პროტესტი RMNA & “JAM…piccolina on [...]

  13. Slinky says:

    ფესტივალი კი არა სუფთა პორნოგრაფია იყო ამათ მოწყობილ ფესტზე აწი არავინ არ წავა პირადად მე ხომ საერთოდ რა

  14. Revaz Dekanozishvili says:

    Gaymargos xalxno,imedia am post Erika caikitxavs.Erik imis mere rac gaketda am festivalis(pornografiis)saxit,da imis mere rac jgyfebma cknarat mogismines shen kide ambob rom kartyl jgyfebtan ar itanamshromleb da shen tvli tavs valdebylad gaagrdzelo sheni sakmianoba ucxour jgufebtan?Romel skmianobazea laparaki,im sakmianobaze romlitac shen imedi gaycrye da shroma ckalshi 4aykare kartyl da aramarto kartyl jgyfebs?Xalxs romlebmac biletebi ikides,gacies xarjebi da Batymshi 4amovidnen grandiozuli shous sanaxavad da ik magis magivrat pornografia daxvdat?Magish garda maseti organizaciit tavi moa4erit da sanagveze gadaagdet 4veni Kartyli stymartmaspindzloba,Rogor sheidzleboda maseti jgyfebis dagdeba aeroprtshi rogoricaa Amatori,Mecsatoli,Look Up,Ken Hensley?Sms-ebis sashyalebit sakmeebi ar ketdeba,(xalxno carmoidginet Nik Barkers misdis sms-i -shou gadaido agar 4amoxvidet:):):sasaciloa satirali rom ar ikos)Magis mere kide Dmitro Xlevinski(magas gtxov gadasce cota laparaki xalxtan iscavlos da madloba tkvas rom jgyfebma da xalxma magari “ODOLJENIE”gayketes rom kide synkavs da dadis)tavis interviushi idzaxis rom 4ventan Sakartveloshi egeti rame aravis gayketebia da 4ven kide pexze ynda davdget da tashi vykrat?Xo martlac egeti sashineli rame jer aravis gayketebia.Magis garda Batymis merias ytkvia rom minimum cels batymshi arc erti rock koncerti agar 4atardeba,ara da 2ri alternatiyli festi unda kofiliko da mand meore jgyftan ertad ynda gamovsylvikavit.Mand fylsac gvixdidnen,sa4melsac gvadzlevdnen,gzac magati iko da sacxovrebelic.Erik cota gons modi,jobia mag sakmianobas tavi daanebo,eg ara marto 4emi aramed dzalian bevri musikosis da msmenels azria,torem dzalian bevri imukreba rom ty shen kide rames daapireb dzvlebs gadagitvlian,rac memgoni araa sasyrveli da nu aidzuleb xalxs magis gaketebas.Jobia ipikre imaze ra gzit daybrynebt biletebis puls motkuebul xalxs da musikosebs………

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s