მთელი ცხოვრებაა ვცდილობ სულიერ ბალანსს მივაღწიო. როგორ წარმომიდგნია ბალანსი? ვზივარ ლოტუსის პოზაში განათებულ ოთახში, ვიღიმი, ჩემი ცხოვრების 5–ვე სფერო (ასე მაქვს დაყოფილი ცხოვრება : ოჯახი, მეგობრები, რომანტიული ურთიერთობები, ჯანმრთელობა, კარიერა) სრულ წესრიგშია, ყველაფერი კარგადაა და მეც ბედნიერი ვარ.
მაგრამ არასდროს შემიხედავს ბალანსისთვის სხვა მხრიდან. ბალანსი ხომ უარყოფითი და დადებითი ფაქტორების ტოლობაა? ანუ როდესაც გუშინ მთელი დღე ძალიან კარგი მქონდა და მთელი საღამო ძალიან ცუდი, დღის ბოლოს დაბალანსებული ვიყავი? თუ ბევრი კარგი ხდება, ცუდით უნდა დავაბალასოთ და ცუდი – კარგით. მგონი ბალანსი ასე არავის წარმოუდგენია. არადა უფრო ლოგიკურია, არა?

ბანალსზე მეც ვფიქრობ ხოლმე და შემიძლია ვთქვა რომ ჩემი ცხოვრების მიზანი სწორად ესაა, უბრალოდ მე ამ ბალანსს სხვა სახელი დავარქვი და ასე ვთქვათ შინაგანი სიმშვიდე, არააფორიაქებულობა, დაწყნარებულობა ვუწოდე. შენც ალბათ რაღაც მაგის მსგავს გულისხმობ და იდეაში კი, ეგრეა, ჩემი არააფორიაქებულობაც და დაწყნარებულობა არ ნიშნავს იმას რომ მე მინდა რომ სულ დაწყნარებული და სულ არააფორიაქებული ვიყო, უბრალოდ რაღაც ზოგად ხედვაში, რაღაც დაჯამებულ მდგომარეობაში მინდა რომ ყველაფერი ისე იყოს(თუნდაც ის 5 ელემენტი რაც შენ დაწერე) რომ მე თავი ნორმალურად , მშვიდად ვიგრძნო.
მოკლედ იმისი თქმა მინდოდა რომ ხო, ეგრეა რა :D
[...] მივედი, კიდევ უნდა ვიფიქრო.))) დღეს ბარბიმ დაწერა პოსტი სულიერ ბალანზე, [...]
ეგეც რაღაც პონტში ბალანსია მაგრამ მასეთი ბალანსი რათ მინდა? ცუდად ვგრძნობდე თავს – ეგ ერთმნიშვნელოვნად ცუდია.
ბალანსს ვაწვები როცა ასარჩევია 2 ვარიანტს შორის. ძირითადად, აღმოჩნდება ხოლმე რომ სწორი გზა შუაშია, ან უფრო – ამ ორივეს მიღმა.
ბალანსი მინდა როგორც მდგომარეობა, ყოველ კონკრეტულ მომენტში უნდა ვგრძნობდე დაბალანსებულად.
თუმცა ბოლო დროს აღარ ვხმარობ მაგ ტერმინს, უბრალოდ “სიმშვიდე”–ზე გადავედი.
ბარბი, დაწერე ახალი რამ!!! : )))