h1

First Impressions

August 10, 2009

(მათთვის ვინც არ იცის: უკვე 2 წელია იესემში მეორე ენად ვსწავლობ ესპანურს. დაახლოებით 120 საათი, რომლიდანაც 80 სხვა თემებზე ლაპარაკში გავიდა, საკმარისი აღმოჩნდა რომ 1-2 წინადადება გადავაბა ერთმანეთს. მოკლედ ლექტორის დახმარებით რვაკაციანი ჯგუფი 1 თვით წამოვედით ესპანეთში ენის კურსებზე + დასასვენებლად)

მთელი ცხოვრება ვამბობდი რომ ესპანეთი ჩემი ოცნების ქვეყანაა და წარმომედგინა რომ აქ ცხოვრება ფერადი და ხალისიანია. ნელნელა დავწერ შთაბეჭდილებებს.)

ყველაფერი დაიწყო აეროპორტში, 2 საათი სტამბულამდე, 2 საათი სტამბულში და 5 საათი მადრიდამდე. სტამბულის აეროპორტში გავსინჯე დალგაჟდანნი სტარბაქსის ყავა. არ აღვფრეთოვანდი. ძველ იესემში რომ ნინო იყო თუ რაც ერქვა, ისიც აკეთებდა ესეთ ყავას :P

გზა სუპერ დამღლელი იყო, თან, რაღა თქმა უნდა, ვერ დავიძინე.
მოკლედ ჩამოვაღწიეთ ძლივს მადრიდში, ჩამოვდივართ თვითმფრინავიდან და ჰოი საოცრებავ, გიორგი ჩახტაური ( ერთAდერთი ბიჭი სასტავში) ვერ პოულობს პასპორტს. ეს არაა გასაკვირი მის დაბნეულობას თუ გავითვალისწინებთ, მაგრამ ბევრი ვინერვიულეთ. კონტროლზე მდგომი კაცი იღრინებოდა, თან რომ გაიგო ხეორხია, კლაროო, ხეორხიაო, ვერც შემოვა ეგრე ესპანეთშიო. საბოლოოდ სტუარდესა ბიჭმა იპოვა პასპორტი სკამებს შორის გაჩხერილი :/
გავედით გარეთ და უცბათ სიმპატიური გაბადრული ბიჭუნა მოდის ჩემთან და მეუბნება: “ბარბი ხომ?” მე: “O_O, ამმ, კიი”
ეს ნიკუშას (ესპანურის ლექტორის) შვილიშვილი აღმოჩნდა და მივხვდი რომ ჩემზე უკვე ნალაპარაკები ქონდა ბაბუასთან)
ყველანი ერთად წავედით ჰოსტალში, დავბინავდით და მალევე გავედით საბოდიალოდ მადრიდში. პირველ რიგში მე და ეკა შევედით სავაჭრო ცენტრ “El Corte Ingles” (დიდი ქსელია მთელს ესპანეთში) და ვიყიდეთ ტელეფონის ნომერი.
ძალიან ვცდილობდი ესპანურად მელაპარაკა, მაგრამ რომ ვიტყოდი რამეს ესპანურად, ეგონათ რომ კარგად ვიცოდი და თვითონაც ესპანურად მპასუხობდნენ. თან ისე სწრაფად რომ არაფერი მესმოდა და ჩემ გამომეტყველებას რომ ხედავდნენ, ინგლისურად აგრძელებდნენ. მოკლედ ცოტა ნეუდაჩნი მცდელობები მqონდა) მაღაზიებში სუპერ ფასდაკლებებია 50-70% და მართლა იაფად შეიძლება კარგი რამის შერჩევა.

ეხლა რაც შეეხება თვითონ მადრიდს. ჩემდა გასაკვირად საერთოდ ვერ ვგრძნობდი რომ სხვა ქალაქში ვიყავი. კედლებზ და კარებებზე მიჯღაბნილი ნაწერები გრაფიტით, სიბინძურე, სიგარეტის ბიჩოკები აბსოლუტურად ყველგან. ისე ეგ საინტერესო იყო, ყველა ეწევა მაგრამ ყველა დაწესებულებაში აკრძალულია მოწევა) ალბათ მაგიტომაც იყო ქუჩები გატენილი ბიჩოკებით.
შუქნიშნებია ყოველ ნაბიჯზე, თან დიდხანს ჩერდება მწვანეზე და წითელზე, კარგი ნერვებია საჭირო ამდენი რომ ელოდო.
ძალიან ბევრი ტურისტი იყო, სხვადასხვა ენები ისმოდა აქეთ-იქით.

to be continued..

9 comments

  1. wavikitxe :yes:

    kiaa ro weram

    jdu pradaljenia :P


  2. baaarb dagelinka facebookze da ufro martivad moagnebda xalxi )))
    imedia ukve alaparakdi espanurad

    mokled, male chamodi, maklixar :)


    • თან ისე სწრაფად რომ არაფერი მესმოდა და ჩემ გამომეტყველებას რომ ხედავდნენ

      ჰაჰ ლოლ მეც ეგრე ვიყავი, მეგრელებივით იყვნენ :დ


  3. 5 საათი იყო დამღლელი გზა? ))) ეჰჰჰ… :უსერ: ყველაფერი როგორი ფარდობითია :უსერ:


  4. :P :*


  5. ეს ბლოგი უკვე მაინტერესებს, იმიტომ რომ ესპანეთია ნახსენები :D ჩემი მზიანი და შორეული ესპანეთი : )

    სულმოუთქმელად ველი გაგრძელებას :)


  6. 1. Starbucks -ს მარტივად ვერ ვიტან, ერთ-ერთი ყველაზე უგემური ყავების ქსელია რაც გამისინჯავს…

    2. კი ყველა დიდი ქალაქი ერთნაირია… მეც პირველად განსხვავების შეგრძნებას კლიმატის განსხვავებით ვიწყებ ხოლმე და არა იმითი რო “მადრიდი მაინც სულ სხვაა” – არაფერი სულ სხვა არ არის, ბათუმია სულ სხვა, იმიტო რო სხვანაირია, პატარაა და კოლორიტული და ჩაკეტილი და რაღაცნაირი და მადრიდი, პარიზი, რომი, ნიუ-იორკი, ლონდონი, ამსტერდამი – ყველა ერთნაირია როგორც ასეთი “დუხით” თუ რაღაცით…

    დანარჩენზე: ნუ ხარ ბლიად ეგეთი ნეგატიური, სამუდამოდ კი არ გაგაგდეს მანდ, 1 თვით ხარ, რაც გაძლევს უფლებას, ლეგიტიმაციას და საშუალებას – დახუჭო თვალები ცუდზე და დაინახო მხოლოდ კარგი!!! – ეს ხომ საოცრებაა, შენ სავსებით გაქ უფლება იყო არა ობიექტური, იყო ვარდისფერ სათვალეებში და ამისათვის არავინ გაგსჯის… იქნებ… ჰა?…


  7. Barbi Amerikashi rom chamovedi mashin mivxvdi ramdenad mcdaria chveni (araamerikelebis) carmodgena Americaze (American dream is just a dream).
    yvelgan kargia sadac chven ara vart :) )


  8. ვაიმე, ესპანურის ლექტორ ნიკუშაზე რამდენი რაღაცა მსმენია.. ჩემმა დამ დაამთავრა წელს იესემი და ისიც ესპანურს სწავლობდა..



Leave a Comment